Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელის შეფასებით, ჭადრაკის სასახლეში გამართული შეხვედრა ოპოზიციაში ნოღაიდელის დამკვიდრებას ემსახურებოდა


“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ჭადრაკის სასახლეში გამართული შეხვედრა ოპოზიციაში ზურაბ ნოღაიდელის დამკვიდრებას ემსახურებოდა. ეს შეფასება ხიდაშელმა, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მასთან საუბარში გამოთქვა ჭადრაკის სასახლეში საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრასთან დაკავშირებით. ხიდაშელის ვარაუდით, “თბილისის დიდ კრებამდე”, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი ერთიანი კანდიდატის დასახელებას აპირებს, “დიდი ვაჭრობა” გაიმართება დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს შორის. ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხევდრზე იმყოფებოდნენ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები.
XS
SM
MD
LG