Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ ჰელმანდში წინააღმდეგობა მცირდება


ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში თალიბების წინააღმდეგობა მცირდება, განაცხადა ნატოს ძალების სარდლობამ, რომელიც სამხეთ ავღანეთში აწარმოებს ბრძოლებს მეამბოხეთა წინააღმდეგ. შეტევითი ოპერაცია, რომელშიც 15 ათასი ავღანელი და საერთაშორისო ძალების სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, უკვე ორი კვირაა გრძელდება. იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ოპერაციაა 2001 წლიდან მოყოლებული. ავღანეთის დამოუკიდებელმა უფლებადამცველმა კომისიამ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე ოპერაციის შედეგად დაიღუპა 28 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 13 ბავშვი .
XS
SM
MD
LG