Accessibility links

”ტოიოტის” შეფი ბოდიშს იხდის


საავტომობილო კომპანია ”ტოიოტის” პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში ამერიკის კონგრესისა და "ტოიოტის" მარკის ავტომობილების ამერიკელი მფლობელების წინაშე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რასაც რამდენიმე ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. კომპანია იძულებული გახდა, უსასყიდლოდ შეეკეთებინა 8,5 მილიონი მანქანა სამუხრუჭე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. აკიო ტოიოდამ განაცხადა, რომ სრულად ითანამშრომლებს ამერიკულ გამოძიებასთან, თუმცა, ამავე დროს, ამტკიცებდა, რომ "ტოიოტის" მარკის ყველა ავტომობილს ელექტროსისტემა წესრიგში აქვს

XS
SM
MD
LG