Accessibility links

logo-print

თურქეთში სამოქალაქო და სამხედრო ლიდერები შეიკრიბნენ შექმნილ "სერიოზულ ვითარებაზე" მოსალაპარაკებლად


დღეს თურქეთის სამოქალაქო და სამხედრო ლიდერები შეიკრიბნენ სამხედრო გადატრიალების ბრალდებით გამოწვეულ დაძაბულობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა აბდულა გიულმა შეხვედრაზე მიიწვია პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და გაერთიანებული შტაბების უფროსი ილკერ ბასბუგი მას შემდეგ, რაც მთავრობის დამხობის მცდელობაში ბრალდების საფუძველზე ათობით სამხედრო პირი დააპატიმრებამ "სერიოზული ვითარება" შექმნა. ამ დროისთვის ოფიციალური ბრალდებები აქვს წაყენებული მაღალი რანგის 20 სამხედრო პირს, მათ შორის ხუთ ადმირალსა და სამ გენერალს. მათ ერდოანის მთავრობის დასამხობად მზადებაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG