Accessibility links

logo-print

უკრაინაში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაცია გაიმართა


უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. უკრაინის წინა პრეზიდენტებიდან ცერემონიას მხოლოდ ლეონიდ კუჩმა დაესწრო. ექს-პრეზიდენტები ლეონიდ კრავჩუკი და ვიქტორ იუშჩენკო და პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო პარლამენტის საზეიმო სხდომაზე არ მისულან. ფიცის დადების შემდგომი საინაუგურაციო გამოსვლისას ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მონაწილეობა მიიღოს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში როგორც ევროპულმა, თუმცა, რაიმე ბლოკს მიღმა მყოფმა სახელმწიფომ. უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღევანდელ ცერემონიას საქართველოდან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დაესწრნენ.
XS
SM
MD
LG