Accessibility links

logo-print

საფრანგეთი რუსეთს უნივერსალურ სამხედრო ხომალდს ”მისტრალს” შეიარაღების გარეშე მიჰყიდის


საფრანგეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა პიერ ლელუშმა, რომელმაც ვილნიუსში სამუშაო ვიზიტი დაასრულა, ლიტვის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ საფრანგეთი რუსეთს უნივერსალურ სამხედრო ხომალდს ”მისტრალს” მხოლოდ შეიარაღების გარეშე მიჰყიდის - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლიტვის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ლინას ბალსისმა აცნობა. მისივე თქმით, ლელუშმა დაადასტურა, რომ ”მისტრალის” შესახებ საფრანგეთს და რუსეთს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევიათ. თავის მხრივ, პრეზიდენტმა მედვედევმა ”მისტრალის” შესაძლო შეძენაზე საუბრისას ფრანგულ ჟურნალ ”პარი მატჩს” განუცხადა, რომ რუსეთი საზღვარგარეთ თანამედროვე სამხედრო ტექნიკის, მათ შორის გემების შეძენით დაინტერესებულია.
XS
SM
MD
LG