Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის განცხადებით, საქართველო „მაღალ პრიორიტეტად“ რჩება აშშ-ის მთავრობისთვის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი 8 პროცენტით გაუზრდის ფინანსურ დახმარებას საქართველოს. კლინტონი 2011 წლის საფინანსო ბიუჯეტზე საუბრობდა. მისი თქმით, ვაშინგტონის ადმინისტრაცია ითხოვს 90,1 მილიონი დოლარის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად, რისი ძირითადი ნაწილიც უნდა მოხმარდეს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული პროცესის გასაგრძელებლად. „ასევე განვაგრძობთ ბირთვული გაუვრცელებლობის, ანტიტერორისტული, ნაღმების გაუვნებელყოფისა და მსგავსი პროგრამების დაფინანსებას. და ძლიერ მხარდაჭერას ვუწევთ მათი სამხედროების განთავსებას ავღანეთში ახალი აღჭურვილობით, ახალი წვრთნით. ამდენად ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან პოზიტიური პროცესია და საქართველოს მხარდასაჭერად ხმას ვიმაღლებთ ბევრ საერთაშორისო სარბიელზე იმ ძალიან მძაფრი პოზიციის წინააღმდეგ, რომელსაც მათი რუსი მეზობლები გამოხატავენ“. კლინტონმა განაცხადა ასევე, რომ საქართველო კვლავაც „მაღალ პრიორიტეტად“ რჩება ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის.
XS
SM
MD
LG