Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: ქართულ მხარესთან კონტაქტზე რუსეთი უარს არ ამბობს


რუსეთი მზად არის საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლა განაახლოს, 1 მარტიდან კი, შესაძლოა, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნას - ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებთან დღევანდელ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ამასთან, მან ჟურნალისტებს შეახსენა პრეზიდენტ მედვედევის არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთს პირადად პრეზიდენტ სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ ექნება. ლავროვის თქმით, ზოგადად ქართულ მხარესთან კონტაქტზე რუსეთი უარს არ ამბობს, ორი ქვეყნის ინტელიგენციისა და ეკლესიათა ურთიერთობა კი - არც არასდროს შეწყვეტილა.
XS
SM
MD
LG