Accessibility links

logo-print

ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნდობის აღსადგენად გადადგმულ "პირველ ნაბიჯად" შეფასდა


ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ნირუპამა რაომ დღეს პაკისტანელ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკება "პირველი ნაბიჯი" იყო ორ მეზობელ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით. რაომ დღეს დელიში უმასპინძლა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ სალმან ბაშირს. საქმე ეხება ინდოეთ-პაკისტანის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 2008 წელს ბომბეიში განხორციელებული თავდასხმების შედეგ. ინდოეთმა პაკისტანთან ნელა მიმდინარე სამშვიდობო პროცესი შეაჩერა ბომბეის იერიშების შემდეგ, რომელთაც 170-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დელიმ იერიშებისთვის პასუხისმგებლობა პაკისტანში დაფუძნებულ ექსტრემისტებს დააკისრა.
XS
SM
MD
LG