Accessibility links

ირაკლი ალასანია ზურაბ ნოღაიდელთან პოლიტიკურ ალიანსს გამორიცხავს


ირაკლი ალასანიას პარტია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობასთან პოლიტიკურ ალიანსს გამორიცხავს. ალასანიას თანაგუნდელმა ზურაბ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განსხვავებული იდეოლოგიის გამო, ნოღაიდელის პარტიასთან რაიმე პოლიტიკური გაერთიანება არ შედგება. ”ჩვენ ახლა ერთ მაგიდასთან მხოლოდ თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოსავლენად ვსხედვართ”, - განაცხადა აბაშიძემ. მან ასევე კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ ხუბუტიას მიწვევით, ირაკლი ალასანია შესაძლოა, მოსკოვში გაემგზავროს. აბაშიძემ აღნიშნა, რომ ხუბუტიას არ იცნობენ და მასთან არც რაიმე კონტაქტი სურთ.
XS
SM
MD
LG