Accessibility links

logo-print

ქარდავა: არჩევნების საფარქვეშ რუსული სცენარით ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება მზადდება


ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთიანობის მოსკოვისეულ, ანტიქართულ პროექტთან პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს. პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ზურაბ ნოღაიდელის გარშემო პოლიტიკური ძალების თავმოყრა საქართველოს საწინააღმდეგო გაერთიანებად და ქვეყნის ღალატის გზად შეაფასა. ქარდავას თქმით, არჩევნების საფარქვეშ რუსული სცენარით ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება მზადდება. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ეს განცხადება ”ალიანსის საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, ახალი მემარჯვენეების წევრმა მანანა ნაჭყებიამ სახელისუფლებო პიარის ნაწილად შეაფასა. რაც შეეხება ”ეროვნული ფორუმის” პოზიციას, სააგენტო ჯი-ეიჩ-ენ-ს ნაჭყებიამ განუცხადა, რომ ფორუმის შეფასება მისასალმებელი და არგუმენტირებულია.
XS
SM
MD
LG