Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარტავა: ნურავინ დაგვპატიჟებს იქ, სადაც მადლობა ნოღაიდელმა, პუტინმა და კრემლმა უნდა გადაგვიხადოს


”ეროვნულმა ფორუმმა” დღეს დაადასტურა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ოპოზიციის ერთი ნაწილის გაერთიანების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, დეკლარირებული ერთობის მიუხედავად, ამ პროცესის მონაწილე პარტიების პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება. ”ეროვნული ფორუმი” მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის მორიგ გაერთიანებას არა გამარჯვება, არამედ ხელისუფლების კიდევ ერთხელ გაძლიერება და მოსახლეობის ახალი იმედგაცრუება მოჰყვება. შარტავას განცხადებით, ფორუმს ნურავინ დაპატიჟებს იქ, სადაც მისვლისთვის მადლობა ნოღაიდელმა, პუტინმა და კრემლმა უნდა გადაუხადონ. “ეროვნული ფორუმმა” ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, შექმნილი ვითარება გაანალიზონ და საკუთარ თავს და ქვეყანას მახეს ნუ დაუგებენ.
XS
SM
MD
LG