Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სამოქალაქო და სამხედრო ლიდერებმა დაძაბულობის განმუხტვაზე მოილაპარაკეს


თურქეთის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და სამხედრო ლიდერმა დღეს განაცხადეს, რომ „კონსტიტუციური წესრიგის“ ფარგლებში უნდა მოგვარდეს დაძაბულობა, რომელიც მთავრობის დამხობის მცდელობაში ბრალდებით, მაღალი რანგის სამხედრო პირების დაპატიმრებას მოჰყვა. ამ შინაარსის განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა, პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და სამხედრო სარდალმა, გენერალმა ილკერ ბასბურმა გააკეთეს კრიზისზე მოსალაპარაკებლად გამართული სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ. ბოლოხანს თურქეთში ათობით სამხედრო პირი დააკავეს 2003 წელს ერდოანის მთავრობის დამხობაში ბრალდების საფუძველზე. 20 მათგანს, რომელთა შორის ხუთი ადმირალი და სამი გენერალია, ბრალდებები წაუყენეს და წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. დაპატიმრების ტალღამ დაძაბა ურთიერთობა სეკულარიზმის მომხრე სამხედროებსა და ერდოანის პარტიას შორის, რომელიც პოლიტიკურ ისლამს ეფუძნება.
XS
SM
MD
LG