Accessibility links

logo-print

გუდაუთაში რუსეთის ბაზა წლის ბოლოსთვის ჩადგება მწყობრში


გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, „რია-ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის სახმელეთო არმიის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ პოსტნიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „მეოთხე სამხედრო ბაზა ცხინვალსა და ჯავაში უკვე არსებობს. მეშვიდე სამხედრო ბაზა გუდაუთაში კი წლის ბოლომდე გაკეთდება“-აცხადებს პოსტნიკოვი. მისივე თქმით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზაზე როგორც საბრძოლო, ასევე, ზურგის ქვედანაყოფები იქნებიან. ორივე ბაზაზე შტატის თანამშრომელთა რაოდენობა 4 ათასამდე იქნება.
XS
SM
MD
LG