Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: „მე გავიზარდე გადაცემებზე, რომელსაც რადიო თავისუფლებაში ვუსმენდი“


კოჯორში ქართველი იუნკრების მემორიალთან, სადაც საქართველოს გასაბჭოების დღისადმი მიძღვნილი მთავარი საპროტესტო ღონისძიებები გაიმართა, საღამოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა. „მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო არასოდეს დაიჩოქებს. ურდოსთვის გაგვიძლია, შაჰ-აბაზისათვის გაგვიძლია და პუტინსაც გავუძლებთ. ერთი მუჭა კოლაბორაციონისტები, ვერ მიაყენებენ ჩრდილს საქართველოსო“, - განაცხად დაბა კოჯორში გამართულ ჩირაღდნების აქციაზე საქართველოს პრეზიდენტმა. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ რუს დისიდენტები ვალერია ნოვოდვორსკაია და ვლადიმერ ბუკოვსკი მიიღო. „მინდა გამოვხატო პატივისცემა თქვენს მიმართ. მე გავზიარდე თქვენს გადაცემებზე, რომელსაც რადიო თავისუფლებაში ვუსმენდი. მთელი თაობები გაიზრდა აქაც, რუსეთშიც და მთელ საბჭოთა კავშირში. მახსოვს სასაზღვრო ჯარებში ყოფნის დროს, რადიომიმღები მქონდა ბალიშის ქვეშ. ამას შეიძლებოდა სასჯელიც მოჰყოლოდა, მაგრამ ეს იყო ერთადერთი გამობრწინება ჩემს მაშინდელ ცხოვრებაში,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუს დისიდენტებთან ვალერია ნოვოდვორსკაისა და ვლადიმერ ბუკოვსკისთან შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG