Accessibility links

logo-print

თურქეთში ამბოხებაში ეჭვმიტანილი ორი სარდალი გაათავისუფლეს


დამუკიდებელი თურქული ახალი ამბების სააგენტო ანატოლიის ინფორმაციით, თურქეთის პროკურატურამ რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა ქვეყნის საჰაერო ძალებისა და სამხედრო საზღავო ძალების ყოფილი სარდლები, რომლებიც სამხედრო ამბოხის მონაწილეობაში იყვენ ეჭვმიტანილნი. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა თურქეთის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ილკე ბასბურთან, რომლის დროსაც ითქვა, რომ სამხედრო ამბოხის მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებული დაძაბულობა კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოგვარდესო. ორშაბათს სამხედრო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით, თურქეთში დააპატიმრეს 50-მდე ყოფილი და მოქმედი სამხედრო ხელმძღვანელი, რომლებიც 2003 წელს, ვითომცდა, რეჯეპ ტაიპ ერდოანის ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ. სამხედროები უარჰყოფენ შეთქმულებასთან კავშირს და აცხადებენ, რომ ეს გეგმა შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG