Accessibility links

ავღანეთის დროშა გათავისუფლებულ ქალაქზე აღიმართა


ავღანეთის ეროვნული დროშა აღიმართა ხუთშაბათს ქალაქ მარჯაჰის თავზე, ქალაქისა, რომელიც ნატოს, შეერთებული შტატებისა და ავღანეთის არმიის შეტევის ობიექტი იყო მთელი ორი კვირის მანძილზე. ბრიტანეთის და ავღანეთის არმიის წარმომადგენლები და ასევე ასობით ადგილობრივი მცხოვრები ესწრებოდა ცერემონიას, რომელიც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების პირობებში ჩატარდა. ბრძოლა ჰილმენდის პორვინციის ქალაქ მარჯაჰის გასატავისუფლებლად, ყველაზე დიდი სახმელეთო ოპერაციაა ავღანეშთი 2001 წლიდან მოყოლებული და მასში კოალიციისა და აღანეთის არმიის 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე ღებულობდა მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG