Accessibility links

logo-print

უფლებადამცველი ორგანიზაციები მათ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას აპროტესტებენ


უფლებადამცველი ორგანიზაციები დღეს სახალხო დამცველის ოფისში მათ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას გააპროტესტებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრიდან” აცნობეს, საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბოლო დროს გაძლიერებულ საინფორმაციო კამპანიას. სახალხო დამცველის ოფისში პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები მათ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის თაობაზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხებენ.
XS
SM
MD
LG