Accessibility links

მოსკოვში რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო საზღვრის" დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, დღეს მოსკოვში რუსეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო საზღვრის" დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება. ამ საკითხზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციას კოკოითის რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი უხელმძღვანელებს, რუსულ დელეგაციას კი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი მრჩეველი ვადიმ პოსტნოვი. "ეს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისადმი მიძღვნილი კომისიის პირველი სხდომაა", - განაცხადა ჩოჩიევმა. მისი თქმით, "სამხრეთ ოსეთში უკვე შექმნილია კომისია, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობს. ქართული მხარისთვის შესაბამისი შეტყობინება უკვე გაგზავნილია, მოწოდებით - დავიწყოთ ამ საკითხზე მოლაპარაკება, მაგრამ ქართულმა მხარემ ჩვენი შეტყობინება უპასუხოდ დატოვა”, - აცხადებს ჩოჩიევი.
XS
SM
MD
LG