Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი სააკაშვილის ანგარიშს ელოდება


საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით დღეს ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან. ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული, თუ რა ფორმატით წარიმართება დებატები. თუმცა, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, დებატები, სავარაუდოდ, პოლიტიკური დებატების ფორმატში შედგება. კერძოდ, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობისა და უმცირესობის თითოეულ წევრს 45 წუთი ეძლევა. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მისი დროის დარჩენილ ნაწილს უმცირესობაში შემავალ დეპუტატებს დაუთმობს. მათ შორის, თარგამაძის გამოსვლის დროით ისარგებლებს დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელსაც დროის დათმობაზე უარი, მისივე ფრაქციის თავმჯდომარე გია თორთლაძემ უთხრა. პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დებატების ფორმატი საბოლოოდ, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება. პრეზიდენტი პარლამენტში, სავარაუდოდ, 18:00 საათზე მივა.
XS
SM
MD
LG