Accessibility links

logo-print

“რატომ?” თბილისის მერიას ავტომაგისტრალის კანონდარღვევით მშენებლობაში ადანაშაულებს


მოძრაობა “რატომ?” თბილისის მერიას ვარაზისხევი-თამარაშვილის ავტომაგისტრალის კანონდარღვევით მშენებლობაში ადანაშაულებს. მოძრაობის წარმომადგენლებმა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, რომ მაგისტრალის პროექტი და გარემოს დაცვის ექსპერტიზის დასკვნა დღემდე ვერავინ მოიპოვა. მოძრაობა აღნიშნავს, რომ მშენებლობა და პროექტირება ერთდროულად მიმდინარეობს, რაც კანონის დარღვევაა. გარდა ამისა, იჭრება უამრავი ხე და არ არსებობს დასკვნა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს მწვანე ზოლის განადგურება ეკოლოგიაზე. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ისინი არა ინვესტირებას და მშენებლობას, არამედ კანონის დარღვევას აპროტესტებენ და მოსახლეობის ინტერესთა გათვალისწინებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG