Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საქართველოში რუსეთის ჯაშუშური ქსელის გამოვლენით დაინტერესდა


საქართველოში მოქმედმა 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მათ წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო კამპანია დღეს კვლავ გააპროტესტა. ამჯერად, საფუძვლად იქცა საგაზეთო სტატია, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საქართველოში რუსეთის ჯაშუშური ქსელის გამოვლენით დაინტერესდა და არასამთავრობო სექტორში არსებულ აგენტურას იკვლევს. პუბლიკაციაში კონკრეტულად მოხსენიებულია ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” დამფუძნებელი არნოლდ სტეპანიანი. ამავე სტატიის თანახმად, არასამთავრობო სექტორში რუსეთის აგენტურული ქსელის არსებობაზე თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის დახურულ სხდომაზეც იმსჯელეს. საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდეს, გაზეთში გამოქვეყნებული ფაქტები შეისწავლოს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კი - საჯარო განმარტება გაავრცელოს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ მედიასაშუალებებს, დაიცვან პროფესიული ეთიკა და ობიექტურობის პრინციპი. არასამთავრობო სექტორმა მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიისადმი ყურადღებისა და შესაბამისი რეაგირებისკენ სახალხო დამცველსაც მოუწოდა.
XS
SM
MD
LG