Accessibility links

logo-print

დაიწყო ბოსნიელ სერბთა ყოფილი გენერლის სასამართლო პროცესი


ჰააგაში გაეროს ტრიბუნალზე, რომელიც იუგოსლავიაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს განიხილავს, ბოსნიელი სერბების ყოფილი გენერლის, ზდრავკო ტოლიმირის სასამართლო პროცესი დაიწყო. 61 წლის ტოლიმირს გენოციდის, კაცობრიობის წინაშე დანაშაულებისა და სხვა სამხედრო დანაშაულების ბრალდებები აქვს წაყენებული. საქმე ეხება ბოსნიაში 1995 წლის მოვლენებს, მათ შორის სრებრენიცაში 8 000-მდე მამაკაცისა და ბიჭის გაჟლეტასთან კავშირში ბრალდებას. ტოლიმირი იყო ბოსნიელი სერბების არმიის სარდლის, რატკო მლადიჩის ერთ-ერთი მოადგილე - სულ შვიდი მოადგილიდან. თვით მლადიჩსაც, რომელიც იმალება, გენოციდის ბრალდება აქვს წაყენებული.
XS
SM
MD
LG