Accessibility links

ვაშინგტონმა უარყო ირანის ბრალდება, რომ სუნიტ მეამბოხეებს ეხმარებოდა


ვაშინგტონმა უარყო ირანის ბრალდება, რომ ეხმარებოდა სუნიტი მაჰმადიანების მეამბოხეთა ჯგუფს, რომლის ლიდერი ამ კვირაში ირანში დააკავეს. ირანის დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ჰეიდარ მოსლეჰიმ თქვა, რომ „ჯუნდოლას“ ლიდერი, აბდოლმალეკ რიგი, ორშაბათს, დაპატიმრებამდე 24 საათით ადრე, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ სალივანმა ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა. აშშ-ის განცხადება მას მერე გამოქვეყნდა, რაც ირანის მედიამ გაავრცელა რიგის „აღიარება“, რომ აშშ-მა მას შესთავაზა სამხედრო დახმარება და ირანთან ახლოს ავღანეთის საზღვარზე ბაზა. არაა ცნობილი, რა პირობებში გაკეთდა რიგის ეს აღიარება.
XS
SM
MD
LG