Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერის განცხადებით სახელმწფო გადატრიალების მოწყობასთან დაკავშირებული ყველა პირი გასამართლდება


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ყველა პირი, ვინც შეთქმულებას აწყობდა ქვეყნის დემოკრატიის წინააღმდეგ, სასამართლოს წინაშე წარდგება. ერდოანის ნათქვამი ეხება 2003 წლის მცდელობას, მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. ერდოანი პირდაპირ არ შეხებია გამოძიების მსვლელობას, მან თქვა მხოლოდ, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, არავინაა ხელშეუხებელი, არავის აქვს პრივილეგიაო. თურქეთის სამართალდამცველებმა ამ კვირაში დააკავეს 2003 წელს ერდოანის მთავრობის ჩამოგდების მცდელობაში ეჭვმიტანილი 50 სამხედრო ოფიცერი, მათ შორის მაღალი რანგის ახლანდელი და ყოფილი მეთაურები. მათგან 31-ს ბრალი წაუყენეს.
XS
SM
MD
LG