Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა. პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა დაიწყო ტრაგიკულად დაღუპული ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ საუბრით და მიესალმა მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც პარლამენტში იყვნენ მიწვეული. სააკაშვილის განცხადებით, გასული, 2009 წლის სირთულეს განაპირობებდა ერთმანეთისაგან განსხვავებული, მაგრამ "თითქმის თანაბრად დამანგრეველი" სამი მოვლენა: რუსეთის აგრესია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველოში გაზაფხულის საპროტესტო აქციებით გამოწვეული დაძაბულობა. მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ იზრუნებს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. პრეზიდენტი გამოვიდა ასევე მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისაკენ მოწოდებით. საგარეო-პოლიტიკურ მიზნად სააკაშვილმა „ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება“ დაასახელა.
XS
SM
MD
LG