Accessibility links

logo-print

ჩილეში მიწისძვრამ 147 ადამიანი იმსხვერპლა


ჩილეს მთავრობის ინფორმაციით, ძლიერ მიწისძვრას ამ ქვეყნის ცენტრალურ არელაში 147 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა ქვეყანაში „კატასტროფის წესები“ გამოაცხადა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა არაერთ დასახლებულ აუნქტში. აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის თანახმად, ბიძგების სიმძლავრე 8,8 ბალი იყო, რასაც მოჰყვა შედარებით სუსტი, კიდევ 30 მიწისძვრა. მიწისძვრის გამო წყნარი ოკეანის სახელმწიფოეში განგაშია, რადგან მას შეიძლება ცუნამი მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG