Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მერკელს და ობამას შეხვდება ამ ქვეყანაში საფინანსო კრიზისის გამო


საბერძნეთის პრემიერ მინისტრი, გეორგ პაპანდრეუ გერმანიის და აშშ-ის ლიდერებს შეხვდება, საბერძნეთის სახელმწიფო ვალის გამო საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროს სტაბილურობას. პაპანდრეუ მერკელს ბერლინში და ობამას ვაშინგტონში შეხვდება მომავალ კვირაში. პარასკევს საბერძნეთის კრიზისის გარშემო სატელეფონო საუბარი ჰქონდათ ბრიტანეთის, გერმანიის და აშშ-ის ლიდერებს. საბერძნეთს გაკოტრება ემუქრება უზარმაზარი დეფიციტის გამო.
XS
SM
MD
LG