Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ნარკოტიკების კონტროლის უწყება ნატოს აკრიტიკებს


რუსეთის ნარკოტიკების კონტროლის უწყება ნატოს აკრიტიკებს ავღანეთში ოპიუმის პრობლემის მიმართ მიდგომის გამო. რუსეთის ნარკოტიკების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა, გააკრიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ქმედების გამო, რომელიც უკავშირდება ავღანეთში ოპიუმის მოყვანას. ვიქტორ ივანოვის თქმით, ნატო მხოლოდ ოპიუმის იმ მომყვანებს ებრძვის, რომლებიც თალიბანთან არიან დაკავშირებული. ივანოვის თანახმად, ნატო თავის მცდელობას მიმართავს მხოლოდ იმ მწარმოებლის წინააღმდეგ, რომელიც უმცირესობას წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG