Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში გაიმართა საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები


ტაჯიკეთში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ოფიციალური ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 3,5 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლის 80-მა პროცენტმა. ეჭვი არავის ეპარება, რომ გაიმარჯვებს ავტორიტარული პრეზიდენტის, იმომალი რახმონის სახალხო-დემოკრატიული პარტია. რახმონი ქვეყანას უკვე 17 წელიწადია მართავს.
ტაჯიკეთში აქამდე გამართული არჩევნები დასავლელ მეთვალყურეებს არასოდეს მიუჩნევიათ სამართლიანად და თავისუფლად.
XS
SM
MD
LG