Accessibility links

logo-print

ირანი თვლის, რომ ატომური სააგენტოს ბრალდების უკან აშშ დგას


ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ტელევიზიით განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები დგანან გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ბრალდების უკან, რომ ირანი შეიძლება ბირთვულ იარაღს ქმნიდეს. ხამენეიმ თქვა, რომ სააგენტო არ უნდა მოექცეს აშშ და სხვათა გავლენის ქვეშ. ათი დღის წინ გამოთქვა სააგენტომ შეშფოთება, რომ ირანი შეიძლება ბირთვულ იარაღზე მუშაობდეს.
XS
SM
MD
LG