Accessibility links

დღეიდან ამოქმედდა ყაზბეგისა და ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები


1 მარტიდან ამოქმედდა ყაზბეგისა და ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ყაზბეგის გამშვები პუნქტის გავლით განხორციელდება პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით - რუსეთის ფედერაციის კანონებისა და წესების შესაბამისად. გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება ყოველდღიურად, 6-დან 22 საათამდე

XS
SM
MD
LG