Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის სტუმარი: მამუკა არეშიძე


მამუკა არეშიძე.
მამუკა არეშიძე.
1 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში. მან ისაუბრა ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გახსნის ავ-კარგზე. ”მე არასდროს მითქვამს, რომ ლარსი არ უნდა გაიხსნას. მე ვამბობ, რომ ლარსი უნდა გაიხსნას და საქართველო უნდა მომზადებულიყო ლარსის გასახსნელად”, - აცხადებს არეშიძე და თვლის, რომ სათანადო მომზადების შემთხვევაში საქართველოს ინტერესების დაცვაც უკეთესად იქნებოდა უზრუნველყოფილი და გარკვეულწილად ადგილობრივი მოსახლეობის შიშსაც გააქარწყლებდა.

ექსპერტი თვლის, რომ საფრთხის მოლოდინს აქვს რეალური საფუძველი და ჩრდილოეთ ოსეთთან ყაზბეგის რაიონის მიერთების კამპანია კარგა ხანია მიმდინარეობს. მეორე მხრივ, რაც ეხება სომხეთისკენ საქართველოს გავლით რუსეთიდან მიმავალი ტვირთის გატარებას, არეშიძის აზრით, ეს გზა უპირველესად სჭირდება რუსეთს, ვიდრე სომხეთს.

არეშიძე ტვირთის დანიშნულების გარჩევის სირთულეზეც საუბრობს - ”გამოდის, რომ ჩვენ ქვეყანასთან ვართ დაძაბულ, საომარ ვითარებაში და მის ბაზას ვამარაგებთ ჩვენი სატრანზიტო გზით, რომელიც განლაგებულია სომხეთის ტერიტორიაზე. ეს ნონსენსია... ეს სომხეთისთვის კი არ გაკეთდა. პირველ რიგში, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი ბაზის მომარაგებისთვის ჰქონოდა გზა”, - აცხადებს არეშიძე და თვლის, რომ სომხეთის ინტერესის არსებობის მიუხედავად, ლარსის გახსნისას მოხდა რუსეთის ინტერესების გათვალისწინება. ექსპერტის თქმით, ეს არის ”დიპლომატიური, ერთგვარი კულუარული დემარში”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG