Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: ტაჯიკეთში ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დღევანდელი განცხადებით, ტაჯიკეთში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე აღირიცხა „სერიოზული დარღვევები“, რასაც ფართომასშტაბიანი გაყალბება მოჰყვა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა პია კრისტმეს-მოლერმა გააკეთა განცხადება, რომელშიც გამოთქმულია იმედგაცრუება იმის გამო, რომ „ეს არჩევნები არ აკმაყოფილებდა ბევრ ძირითად დემოკრატიულ სტადარტს“. პრობლემებად სახელდება საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრა და სხვისი სახელით ხმის მიცემა. ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი 17 წელია მართავს ტაჯიკეთს და არჩევნების დასავლელ მეთვალყურეებს არასოდეს უცნიათ ტაჯიკეთში გამართული არჩევნები თავისუფლად, ან სამართლიანად.
XS
SM
MD
LG