Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაიმერის ინიციატორები ერთიან კანდიდატს სოციოლოგიური გამოკვლევით გამოავლენენ


პრაიმერის ინიციატორი პარტიები დათანხმდნენ, რომ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი სოციოლოგიურმა გამოკვლევამ გამოავლინოს. მათ დღეს გამოაქვეყნეს ერთობლივი, სამპუნქტიანი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთობლივი კონტროლით, მერობის კანდიდატის გამოსავლენად, გამოკვლევა აპრილის პირველ ნახევარში უნდა ჩატარდეს. ამ თემაზე კონსულტაციებს პრაიმერის ინიციატორები დანარჩენ ოპოზიციას 7 მარტის ჩათვლით სთავაზობენ, ვადის ამოწურვის შემდეგ კი - წესებს თავად დაადგენენ. ამავე განცხადების ხელმომწერი პარტიები 30 მაისამდე უარს ამბობენ არასაპარალმენტო ოპოზიციური ძალების კრიტიკაზე და შეურაცხყოფას და ცილისწამებას პასუხს არ გასცემენ. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პრაიმერის ინიციატორებმა ხელისუფლების და მისგან კონტროლირებული პოლიტიკური ძალების და მედია-საშუალებების მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების ახალი მცდელობის თავიდან აცილება დაასახელეს.
XS
SM
MD
LG