Accessibility links

პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ლიდერთა გადადგომა მოითხოვა


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის ლიდერებს მოუწოდა, გადადგნენ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსი სპორტსმენების სუსტი შედეგების გამო. ვენკუვერის თამაშები რუსეთისთვის ყველაზე უარესი შედეგებით დასრულდა: გუნდი მე-11 ადგილზე გავიდა სულ სამი ოქროს მედლით. როგორც მედვედევმა დღეს ტელევიზიით ნაჩვენებ გამოსვლაში განაცხადა, ისინი, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება, უნდა გადადგნენ და „თუ არ შეუძლიათ“, დასძინა პრეზიდენტმა, „იმათ ჩვენ დავეხმარებით“. ზამთრის შემდეგ, 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებს სოჭი უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG