Accessibility links

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. დროშა სოჭს გადაეცა 2014 წლისთვის


ვანკუვერის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დასრულდა, ხოლო ზამთრის შემდეგი, 2014 წლის თამაშების ჩატარების პასუხისმგებლობა რუსეთის ქალაქ სოჭს დაეკისრა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა ვანკუვერის ტურნირის ორგანიზატორები შეაქო, მისი შეფასებით, „საუცხოო და ძალიან მეგობრული თამაშების“ ჩატარებისთვის. როგმა დახურვის ცერემონიაზე გამოსვლისას პატივი მიაგო 21 წლის ქართველი მოციგავის, 12 თებერვალს წვთრნის დროს დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას. მოგვიანებით, ვანკუვერის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ოლიმპიური დროშა ჩამოხსნეს და სოჭის მერს, ანატოლი პახომვს გადასცეს. ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით, პირველი ადგილი ერგო შეერთებულ შტატებს (37 მედალი), რომელსაც გერმანია (30) და კანადა (26) მოჰყვებიან.
XS
SM
MD
LG