Accessibility links

logo-print

გაეროს ატომური სააგენტოს თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს ირანის ბირთვული პროგრამის გამო


ვენაში დაიწყო გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს ოთხდღიანი შეხვედრა, რომელზეც სააგენტოს ახალმა თავმჯდომარემ, იუკია ამანომ შეშფოთება გამოთქვა ირანის ბირთვული პროგრამის გამო. როგორც ამანომ 35-წევრიან საბჭოს უთხრა, გაეროს ატომურ სააგენტოს არ შეუძლია იმის დადასტურება, რომ „ირანში ყველა ბირთვული მასალა მშვიდობიანი მიზნებისთვის მუშავდება“. თეირანმა დღეს მიმართა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წერილით, რომელშიც მოყვანილია, როგორც თეირანი ირწმუნება, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ თეირანთან ბირთვული შეთანხმების დარღვევის სამი მაგალითი. ირანი ამ წერილში გაეროს ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭოს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ეს საკითხები.
XS
SM
MD
LG