Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები უფრო მჭიდროდ თანამშრომლობას აპირებენ


საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა, მიხეილ სააკაშვილმა და სერჟ სარქისიანმა გასული კვირის მიწურულს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე თავიანთ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადეს. სარქისიანი შაბათს ჩავიდა ბათუმში კერძო ვიზიტით. როგორც სააკაშვილმა კვირას განუცხადა ჟურნალისტებს, ის და სარქისიანი შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკათა ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს. მან „უღრუბლო“ უწოდა სომხეთთან საქართველოს ურთიერთობას და გამოთქვა რწმენა, რომ ამ ურთიერთობაში 2010 წელი „შემოტრიალების წერტილი“ იქნება, „მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობები ყოველთვის ძალიან კარგი იყო და ახლაც ძალიან კარგია“. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტებმა იმსჯელეს აგრეთვე საქართველო-რუსეთის საზღვრის ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნაზე.
XS
SM
MD
LG