Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის უშიშროება მეამბოხეთა თავდასხმების ცოცხალ ეთერში გაშუქებას კრძალავს


ავღანეთის სადაზვერვო სამსახურმა მეამბოხეთა თავდასხმების ცოცხალ ეთერში გაშუქება აკრძალა, რადგან, თვლიან, რომ ეს შეიძლება მეამბოხეებს დაეხმაროს. ”ასოიეიტედ პრესის” ცნობით, აკრძალვის შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი, ანუ სამი დღის შემდეგ, რაც თვითმკვლელმა ტერორისტებმა ქაბულის ცენტრში 16 ადამიანი იმსხვერპლეს. დაღუპულთა შორის ნახევარი სხვა ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. სააგენტოს თანახმად, ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ როგორ განხორციელდება აკრძალვა, თუმცა, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს განუცხადებია, რომ იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება, სადამსჯელო ზომები განხორციელდება. ”ასოშიეიტედ პრესი” თვლის, რომ ასეთი აკრძალვის შემოღება გაართულებს საზოგადოების ოპერატიულად ინფორმირებას მეამბოხეთა თავდასხმების შესახებ. ავღანეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, პარასკევის თავდასხმის სატელევიზიო გაშუქების შედეგად მეამბოხეებმა მიიღეს ტაქტიკური ინფორმაცია ავღანეთის უშიშროების ძალების კონტრშეტევაზე. ავღანეთის უშიშროება თვლის, რომ ჟურნალისტებმა ცალკეული ინციდენტის ამოწურვამდე უნდა მოიცადონ და მხოლოდ წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ გააშუქონ ის.
XS
SM
MD
LG