Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი საფრანგეთში ვიზიტს განარგძობს


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღეს დაიწყება მოლაპარაკებები რუსეთის მიერ საფრანგეთისგან ”მისტრალის” კლასის 4 ვერტმფრენმზიდის შეძენის შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა და რუსეთმა წამოიწყეს ”ექსკლუზიური მოლაპარაკებები” საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის ოთხი ფრანგული სამხედრო გემის შესაძლო მიყიდვის შესახებ. ”განა შეიძლება რუსეთის ხელისუფლებას ვეუბნებოდეთ - გვჭირდებით მშვიდობის დამყარებისთვის, რიგი კონფლიქტების მოგვარებისთვის, მათ შორის ირანის კრიზისის მოგვარებისთვის... მაგრამ, არ გენდობით, არ ვითანამშრომლებთ თქვენთან ”მისტრალის” გემების მოყიდვის საკითხზე?” - იკითხა სარკოზიმ. მანვე დააზუსტა, რომ გემები სამხედრო აღჭურვილობის გარეშე გაიყიდება. მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს გარიგება ”ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის სიმბოლო” იქნება. ფრანგული სამხედრო გემების რუსეთისთვის მიყიდვა, თუკი ეს გარიგება საბოლოოდ შედგება, იქნება ასეთი ტიპის პირველი გარიგება ნატოს წევრსა და რუსეთს შორის. გუშინვე მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეიძლება იმსჯელოს ირანის წინააღმდეგ, როგორც თავად უწოდებს ”გონივრული” სანქციების დაწესებაზე, თუკი საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიპლომატიური მცდელობები შედეგს ვერ მოიტანს.
XS
SM
MD
LG