Accessibility links

ესტონეთი რუსეთის მიერ ესტონელი დიპლომატის სანკტ პეტერბურგიდან გაძევებას აპროტესტებს


ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს პროტესტს რუსეთის მიერ რუსეთში ესტონეთის გენერალური კონსულის გაძევების გამო. მას რუსეთის დატოვებისთვის ორი კვირა მისცეს. მოსკოვის ეს ნაბიჯი კი მოჰყვა ესტონეთის გადაწყვეტილებას არ მიეცა აკრედიტაცია რუსეთის გენერალური-კონსულისთვის რუსეთთან მოსაზღვრე ქალაქ ნარვაში. არაოფიციალური ინფორმაციით, ესტონეთს ჰქონდა ინფორმაცია რუსი დიპლომატის უშიშროების ფედერალურ სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების შესახებ და ეს გახდა აკრედიტაციაზე უარის საფუძველი.
XS
SM
MD
LG