Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში იკრძალება ექსტრემისტების თავდმსხმების პირდაპირ ეთერში გაშუქება


ავღანეთის დაზვერვის სამსახურმა გააკეთა განცხადება მეამბოხეების თავდასხმების მედიის პირდაპირ ეთერში გაშუქების აკრძალვის შესახებ. ეს განცხადება ორშაბათს გაკეთდა - სამ დღეში მას შემდეგ, რაც თვითმკვლელი მოირიშე თალიბების შეიარაღებულმა ჯგუფმა 16 ადამიანი დახოცა ქაბულის ცენტრში. დაზვერვის სამსახურის ცნობით, იერიშები მედიაში არ უნდა გაშუქდეს მათს სრულად გამოძიებამდე, რათა ექსტრემისტებს ტაქტიკური მნიშვნელობის ინფორმაცია არ მიეწოდოს. ოფიციალური პირების განცხადებით, ჟურნალისტებს, ვინც იერიშებს გადაიღებს, დააკავებენ, ვიდეო-მასალას კი ჩამოართმევენ. როგორც ავღანელი ჟურნალისტებს ასოაციაციის დირექტორმა, რაჰიმულა სამანდარმა უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს, ავღანელი ჟურნალისტები ახალი ზომის წინააღმდეგი არიან, რადგან მას ცენზურად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG