Accessibility links

ოფიციალური ინფორმაციით, ტაჯიკეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტის პარტიამ გაიმარჯვა


ტაჯიკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. კომისიას მოჰყავს წინასწარი შედეგები, რომელთა შესაბამისადაც, სახალხო დემოკრატიულ პარტიას 53 მანდატი ერგო პარლამენტის სულ 63-ადგილიან ქვედა პალატაში. დასავლელი მეთვალყურეების შეფასებით, კენჭისყრა არ აკმაყოფილებდა ძირითად დემოკრატიულ სტანდარტებს. ტაჯიკეთის წამყვანი ოპოზიციური პარტიის განცხადებით, ის აპირებს საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას, რადგან, ზოგი ცნობით, ის ხელს უწყობდა არჩევნების გაყალბებას.
XS
SM
MD
LG