Accessibility links

იაკობაშვილი: რუსეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარე პროცესზე საქართველოს ზეგავლენა არ შეუძლია


რუსეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარე პროცესზე, რომელიც მოსკოვის მიერ სამხედრო ხომალდის ”მისტრალის” შეძენას შეეხება, საქართველოს ზეგავლენა არ შეუძლია - ამის შესახებ დღეს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთვის მთავარია, რომ ნებისმიერი გარიგების მიუხედავად, ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს. ინტერესების დაცვად იაკობაშვილი მიიჩნევს ნატოში საქართველოს დროულად გაწევრიანებას და ქვეყნის მიერ თავდაცვითი იარაღის შეძენას. ”ვფიქრობ, “მისტრალის” გაყიდვის შემდეგ ეს საკითხი საერთოდ უნდა მოიხსნას, რადგან გვაქვს როგორც თავდაცვის, ისე საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც საფრანგეთისგან შესაბამისი საშუალებების შეძენის უფლება”, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
XS
SM
MD
LG