Accessibility links

logo-print
ტელეკომპანია „რიონისთვის“, რომელსაც არსებობის 20 წლის განმავლობაში სოლიდური ვალი დაუგროვდა, საგადასახადო ამნისტია სერიოზული შეღავათია. ტელევიზიის გენერალური დირექტორის თამილა ღვინიანიძის თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა რეგიონალური ტელევიზიის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„რიონის“ გენერალური დირექტორი არ იზიარებს ოპონენტების კრიტიკას - განცხადებას, რომ ხელისუფლება ტელევიზიებს იმ თანხებს აჭრის, რომელსაც თვითონ უხდის. თამილა ღვიანიანიძის თქმით, ეს აბსურდია. „რიონს“ ვალი 2005 წლამდე დაუგროვდა, როცა დამკვეთი შესყიდული საეთერო და სარეკლამო დროის საფასურს არ იხდიდა. ტელეკომპანია „მეგა TV“-ს, რომელიც ხონსა და მეზობელ რაიონებში მუწყებლობს, ვალი არ აქვს. ამის მიუხედავად, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა თოშხუა საგადასახადო ამნისტიის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს. ის ამბობს, რომ ამნისტია ყველა რეგიონალურ ტელევიზიას უნდა შეეხოს და არა იმ ელექტრონულ მედიასაშუალებებს, რომელთა ვალი დადასტურებულია.

რეგიონალური ტელევიზიების ძირითადი შემოსავალი რეკლამაა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო საგრძნობლად შემცირდა. ტელეკომპანიების წარმომამდგენლები ამბობენ, რომ მათი ხარჯი შემოსავალზე გაცილებით დიდია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG