Accessibility links

logo-print

გაეროს ტრიბუნალმა ისევ გადადო კარაჯიჩის საქმის განხილვა


გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა დღეს გადადო ბოსნიელი სერბების ომისდროინდელი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის საქმის განხილვა მას შემდეგ, რაც კარაჯიჩმა განცხადებით გამოსვლა დაასრულა. ჯერ არ დასახელებულა პროცესის განახლების თარიღი. კარაჯიჩს წაყენებული აქვს ბრალდება 11 მუხლით, მათ შორის არის გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების ბრალდებები. სასამართლო პროცესი ჰააგაში, სადაც გაეროს ტრიბუნალია განთავსებული, ორშაბათს განახლდა ოთხთვიანი შესვენების შემდეგ. დღეს კარაჯიჩმა მოსამართლეებს განუცხადა, რომ ბოსნიელი სერბები მუსულმანი ლიდერების მიერ, „სახელმწიფოს სპონსორობით განხორციელებული ტერორიზმის“ მსხვერპლი იყვნენ 1992-95 წლების ომის დროს.
XS
SM
MD
LG