Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სამხედრო ხომალდი და საქართველოს სანაპირო დაცვა ერთობლივ სწავლებას მართავენ


ბათუმიდან გავრცელებული ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროსთან შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ერთობლივი სწავლება დაიწყო. მანამდე ორი დღით ადრე რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დასრულებულია აფხაზეთის სანაპირო დაცვის ქვედანაყოფის ფორმირება. აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი “John Hall” 25 თებერვალს შევიდა ფოთის პორტში, 1 მარტს კი ფოთიდან ბათუმში გაემგზავრა მისი ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის პირადი შემადგენლობის ერთობლივ სწავლების გასამართად.
XS
SM
MD
LG