Accessibility links

logo-print

ტყიბულის მაღაროში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი. არიან დაშავებულებიც. “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ცნობით აფეთქების ხმა დილის 5 საათზე გაისმა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. მაშველები ტყიბულში ქუთაისიდან და თბილისიდან ჩავიდნენ. აფეთქება სავარაუდოდ მაღაროში მეთანის გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG