Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა


„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს მოსკოვს ეწვევა ვიზიტით. გამგზავრებამდე ბურჯანაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: ”რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის აბსოლუტური უნდობლობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, ქართული საზოგადოებისთვის უცნობია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების რეალური სურათი და ის, თუ ამ ურთიერთობების დარეგულირების რა პერსპექტივები არსებობს (...) გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემების მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, ვფიქრობთ, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის.”

XS
SM
MD
LG